weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისის მერიის მაღალჩინოსნმა აუქციონზე 109 000 ლარიანი ქონება იყიდა  

14:42 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ხუცურაულის მეუღლემ ელენე ლეჟავამ უპირობო აუქციონზე კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა და თიანეთში, დაბა სიონში მდებარე 3996 კვ.მ სააგარაკე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა 109 000 ლარად იყიდა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2015 წლის 16 ოქტომბერს სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, ორი თვის შემდეგ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ მისი გასხვისების მიზნით უპირობო აუქციონი გამოცხადდა. 

მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული, რომლის I სართულის ფართობი 212.8 კვ,მ-ია, II სართულის - 209 კვ.მ, სარდაფის სართული კი 108.5 კვ.მ. ქონების საწყისი ფასი 107 000 ლარი იყო, ხოლო ბიჯის ოდენობა - 2000 ლარი

ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა მისმა ერთადერთმა მონაწილემ - ელენე ლეჟავამ, რომელიც თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ხუცურაულის მეუღლეა. სახელმწიფოს მიერ გასხვისებული ქონება მან 109 000 ლარად შეიძინა. ნასყიდობის ფასი რამდენიმე დღეში სრულად იქნა გადახდილი, 2016 წლის 13 იანვარს კი უძრავი ქონება ახალ მესაკუთრეზე დარეგისტრირდა. 

ირაკლი ხუცურაულის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში მისი წლიური შემოსავალი კი მხოლოდ 35 443 ლარი იყო, ელენე ლეჟავას კი შემოსავალი საერთოდ არ მიუღია და არც ნაღდი ფული გააჩნდა. ამასთან, არცერთ მათგანს ბანკის ან კერძო პირისგან სესხი არც ქონების შეძენამდე და არც შემდეგში არ აუღიათ. უფრო მეტიც, 2015 წლის 30 დეკემბერს ირაკლი ხუცურაულმა 20 000 აშშ დოლარი გაასესხა

მერიის ადმინისტრაციის უფროსის მეუღლემ იმავე წელს სხვა უძრავი ნივთებიც შეიძინა, - მან მამისგან საჩუქრად მიიღო ქ. თბილისში, საირმის გორაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 765 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საირმის გორაზე ცხოვრობს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც, რომელიც თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქიდან არჩეული მაჟორიტარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]